ჯანმო-მ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ორგანიზაციის განმარტებით, „მაიმუნის ყვავილი“ 75 ქვეყანაში დაფიქსირდა და გლობალურად „მაიმუნის ყვავილის“ 16 500-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადანომ გებრეიესუსის ინფორმაციით, უკვე დაფიქსირდა გარდაცვალების 5 შემთხვევა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილება ტედროს ადანომ გებრეიესუსმა მიიღო გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს საგანგებო კომიტეტში მომუშავე ექსპერტებს შორის კონსენსუსის არარსებობის მიუხედავად.

„ჩვენ გვაქვს ეპიდემია, რომელიც სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში გადაცემის ახალი გზების მეშვეობით, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა გვესმის და რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების კრიტერიუმებს“, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე