დმიტრო კულება - ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რათა დავიცვათ უკრაინელების უფლებები, ერთადერთი რასაც არ გავაკეთებთ - ხელს არ შევუწყობთ იმას, რომ ისინი სამუდამოდ დარჩნენ საზღვარგარეთ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაეხმარება ადამიანებს, რომლებიც ომის გამო იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა, რათა დაიცვან თავიანთი უფლებები, თუმცა საბოლოო მიზნად მათ სამშობლოში დაბრუნებას ისახავს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა დიპლომატმა დმიტრი კულებამ სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რათა დავიცვათ უკრაინელების უფლებები. ერთადერთი რასაც ჩვენ არ გავაკეთებთ - ხელს არ შევუწყობთ იმას, რომ ისინი სამუდამოდ დარჩნენ საზღვარგარეთ. ჩვენ გვსურს, რომ უკრაინელები სახლში დაბრუნდნენ“,- განაცხადა კულებამ.
მან მადლობა გადაუხადა თითოეულ ქვეყანას, რომელიც ახლა უკრაინელებს ეხმარება.
„მაგრამ ჩვენი საბოლოო მიზანი - ყველას სახლში დაბრუნებაა, განსაკუთრებით ბავშვების“,- განაცხადა კულებამ.
მისი ინფორმაციით, ამჟამად საზღვრებს გარეთ თითქმის 2 მილიონი უკრაინელი ბავშვი იმყოფება.

























