ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი რაკეტებს იყენებს, რათა მთელ მსოფლიოში ერები აშიმშილოს, ისევე როგორც ადრე მან მოაწყო „გოლოდომორი“ უკრაინაში

რუსეთი რაკეტებს იყენებს, რათა მთელ მსოფლიოში ერები აშიმშილოს, ისევე როგორც ადრე მან მოაწყო გოლოდომორი უკრაინაში, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ოდესის პორტზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შეფასებისას განაცხადა. „მხოლოდ გუშინ იქნა მიღწეული შეთანხმება ჩვენს პორტებზე ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განსახორციელებლად. დღეს რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა დაარტყეს ოდესის პორტს.

90 წლის წინ რუსეთმა მოაწყო გოლოდომორიიარაღის დახმარებით. ახლა ისინი იყენებენ რაკეტებს, რომ სხვა ერები აშიმშილონ“,- განაცხადა რეზნიკოვმა.

ცნობისთვის, გუშინ სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით შეთანხმებას ხელი ერთი მხრივ უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ, მეორე მხრივ კი რუსეთმა თურქეთმა და გაერომ მოაწერეს. დღეს კი ოდესის პორტზე რუსული სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა