გაერო-ს წარმომადგენლის ინფორმაციით, უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ 150-ზე მეტი განაცხადი მიიღეს

ომის დაწყების დღიდან გაერო-მ უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ 150-ზე მეტი განაცხადი მიიღო. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა პრამილა პატენმა განაცხადა.

„24 თებერვლის შემდეგ გაერო-მ ქალების, ბავშვებისა და მამაკაცების წინააღმდეგ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ 150-ზე მეტი განაცხადი მიიღო. ეს არის გაუპატიურება იარაღის მუქარით ოჯახის წევრების თანდასწრებით“,- განაცხადა პატენმა.

მისივე განმარტებით, სექსუალური ძალადობა არის დანაშაული, რომლის შესახებაც „ქრონიკულად არასაკმარისი ინფორმაციაა".

„ჩვენ ვხედავთ მხოლოდ აისბერგის წვერს“,- განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

მისი შეფასებით, ეს ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ფორმაა, რომელიც სამხედრო კონფლიქტების დროს ძირითადად ჩადენილია ქალებისა და გოგოების მიმართ, მაგრამ ასევე მამაკაცებისა და ბიჭების წინააღმდეგ.

„ეს ტოვებს საშინელ ნაკვალევს ცალკეული ადამიანების ცხოვრებაზე და მთლიან საზოგადოებაზე, ეს ანგრევს ოჯახებს, შედეგები კი იგრძნობა რამდენიმე თაობის განმავლობაში“,- განაცხადა პატენმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია