ამირან გამყრელიძე - არაგადამდები დაავადებების პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი, უარი თამბაქოს, ნაკლები ალკოჰოლი, ნაკლები მარილის დაყრა საკვებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, არაგადამდები დაავადებების პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოქალაქეებმა უარი უნდა თქვან ალკოჰოლზე, თამბაქოზე და ეცადონ, ნაკლებად მარილიანი საკვები მიიღონ.

„არაგადამდები დაავადებების პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრება, ნაკლები თამბაქო და საერთოდ, უარი თამბაქოს, ნაკლები ალკოჰოლი, ნაკლები მარილის დაყრა საკვებზე. მოგეხსენებათ, 5 გრამია დღეში მარილის მოხმარების ნორმა და საშუალოდ, ქართველი 8 გრ-ზე მეტს იყენებს. ამიტომ, ეს თანდათანად უნდა დავივიწყოთ, რადგან მარილი გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი მომატებული წნევის, ხოლო მომატებული წნევა გახლავთ მაღალი რისკ-ფაქტორი გულის იშემიური დაავადებების, გულის კუნთის ინფარქტის და ინსულტის განვითარების, რაც ქვეყანაში სიკვდილიანობის პირველი მიზეზია. ამიტომ, თითოეულმა თქვენგანმა უნდა გაითავისოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რომ არ უნდა მოწიოთ, ალკოჰოლი შეიძლება ძალიან ზომიერად მიიღოთ, ნაკლები მარილი და მეტი ფიზიკური აქტივობა, დღეში დაახლოებით 4-5 კმ იარეთ“,-განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს