ოლექსი რეზნიკოვი - უკრაინელებმა „ჰაიმარსის“ სარაკეტო სისტემების დახმარებით რუსული საბრძოლო მასალის 50 საწყობი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა აშშ-ის მიერ მიწოდებული „ჰაიმარსის“ სარაკეტო სისტემების დახმარებით რუსული საბრძოლო მასალის 50 საწყობი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ავრცელებს.

„ეს წყვეტს მათი (რუსული) მომარაგების ქსელს და ართმევს შესაძლებლობას, განახორციელონ აქტიური საომარი მოქმედებები და დაბომბონ ჩვენი შეიარაღებული ძალები მძიმე საარტილერიო ცეცხლით,“ - განაცხადა რეზნიკოვმა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინამ პირველი თვითმავალი საზენიტო „გეპარდის“ ტიპის დანადგარების პარტია მიიღო.

„დღეს ოფიციალურად შემოვიდა პირველი სამი გეპარდი, ეს არის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რისთვისაც რამდენიმე ათეული ათასი ვაზნა გადმოგვეცა“, - განაცხადა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა