ბრიტანული დაზვერვა - რუსეთი მომავალშიც მიანიჭებს უპირატესობას უკრაინის გემსაწინააღმდეგო აღჭურვილობის განადგურების ძალისხმევას, მათ შორის გააგრძელებს თავდასხმას ოდესაზე

რუსეთი მომავალშიც მიანიჭებს უპირატესობას უკრაინის გემსაწინააღმდეგო აღჭურვილობის განადგურების ძალისხმევას, მათ შორის გააგრძელებს თავდასხმას ოდესაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ანალიტიკოსების განმარტებით, რუსეთი გემსაწინააღმდეგო რაკეტებს აღიქვამს როგორც საკვანძო საფრთხეს, რომელიც ზღუდავს მისი შავი ზღვის ფლოტის ეფექტურობას. ამასთან, მან თავის მხრივ ხელი შეუშალა უკრაინაში შეჭრის საერთო გეგმას, რადგან რუსეთი რეალურად ვერ ახორციელებს სადესანტო თავდასხმას ოდესაზე.

„2022 წლის 24 ივლისს რუსული ფრთოსანი რაკეტები უკრაინის ოდესის პორტს მოხვდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ დაარტყა უკრაინულ სამხედრო გემს და გემსაწინააღმდეგო რაკეტების მარაგს, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ასეთი სამიზნეები საერთოდ იყო რაკეტის დარტყმის ადგილას“, - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

ბრიტანული დაზვერვის მტკიცებით, რუსული სამიზნე ხშირად არასწორია დაზვერვის მოძველებული ინფორმაციების, ცუდი დაგეგმარებისა და ოპერაციისადმი „ზემოდან ქვევით“ მიდგომის გამო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა