რუსებმა უკრაინის სამხრეთზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს

ოპერატიულ სარდლობა „პივდენის“ ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის სამხრეთზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა კერძო სახლები და პორტის ინფრასტრუქტურა.

სარდლობის ინფორმაციით, ავიაიერიშები ოდესის ოლქში, შავი ზღვის სანაპიროსთან არსებულ დასახლებულ პუნქტებზე მოხდა. ამ დროისათვის ადგილზე მაშველები მუშაობენ, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ამასთან, მიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ვიტალი კიმის თქმით, დღეს დილით მიკოლაევზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა განხორციელდა.

„26 ივლისს დილით მიკოლაევზე განხორციელდა მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და ავტოტრანსპორტის საწარმო. დაშავებულები და გარდაცვლილები არ არიან. დეტალები ზუსტდება“, - განაცხადა კიმმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა