ვოლოდიმირ ზელენსკი - თითოეული „გამათავისუფლებელი“, რომელიც ანადგურებს ჩვენს ცხოვრებას, პასუხს აგებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ჯარების მიერ ოდესის ოლქში ქალაქის ტიპის დასახლების, ზატოკას დაბომბვის შედეგების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„დილა. ჩვეულებრივი დასახლება ზატოკა. ადამიანები ისვენებდნენ და ცხოვრობდნენ. უბრალოდ ცხოვრობდნენ. არც ბაზები, არც ჯარი. უბრალოდ ტერორისტებს რუსეთის ფედერაციიდან სროლა მოუნდათ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თითოეული რუსი დამპყრობელი პასუხს აგებს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.

„თითოეული „გამათავისუფლებელი“, რომელიც ანადგურებს ჩვენს ცხოვრებას, პასუხს აგებს“,- განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს