მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის კონტროპერაციის 5 მნიშვნელოვან პუნქტს ასახელებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის კონტროპერაციის 5 მნიშვნელოვან პუნქტს ასახელებს. ამის შესახებ პოდოლიაკმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.
„სპეციალური სამხედრო კონტროპერაცია აუცილებლად მიაღწევს თავის მიზნებს. ესენია:
- რუსეთის გაძევება უკრაინიდან.
- კრიმინალური ანკლავებისა დ ანაცრისფერი ზონების აღმოფხვრა.
- რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაცია.
- „ბოროტების იმპერიის“ რეპუტაციის განადგურება.
- რუსეთის გადაქცევა იზოლირებულ „საკუთარ ბანაკად“, - წერს პოდოლიაკი.

























