პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ფილმების ციკლის - „ქართული ლიტერატურა 90 წუთში. გლობალური და ლოკალური“ - პრეზენტაცია გაიმართა

25 ივლისს, შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ფილმების ციკლის - „ქართული ლიტერატურა 90 წუთში. გლობალური და ლოკალური“ - პრეზენტაცია გაიმართა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, პროექტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა, კომპარტივისტული ლიტერატურის ქართულ ასოციაციასა და თსუ-ს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან ერთად, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მოამზადა.

მათივე ცნობით, პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი მწერლებისა და მათი საერთაშორისო ღვაწლის წარდგენას მსოფლიო საზოგადოებისთვის, 9 ფილმისგან შედგება.

„ფილმები მოგვითხრობს ავტორებზე, რომლებმაც ქართული ლიტერატურა მსოფლიო კულტურის უდიდეს საგანძურად აქციეს:

შოთა რუსთაველი და ქართული მწერლობის ადგილი შუა საუკუნეების მწერლობაში;

ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი „მერანი“ მსოფლიო რომანტიკული პოეზიის ორბიტაზე; ილია ჭავჭავაძე - ქართული მწერლობის ბრძოლა სახელმწიფოებრიობისა და მოქალაქეობრივი ცნობიერებისათვის; ვაჟა-ფშაველა და კოსმოპოლიტიზმის ქართული თეორია; გალაკტიონ ტაბიძის „არტისტული ყვავილები“ და შარლ ბოდლერის „ბოროტების ყვავილები“; ტფილისი - ავანგარდული ქალაქი; მიხეილ ჯავახიშვილი - საბჭოური ნარატივის ალტერნატივა ქართულ მწერლობაში; ანა კალანდაძე - ქალი-პოეტი და ესთეტიკური ჩარჩოების განახლება; ირაკლი ჩარკვიანი და „მშვიდი ცურვა“ პოსტმოდერნისტული ნარატივისკენ.პროექტის ხელმძღვანელია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) პრეზიდენტი - ირმა რატიანი, მიმართულების პროდიუსერი კი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - ნინო ჭალაგანიძე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ფილმების ქართული და ინგლისურენოვანი ვერსიები ქვემოთ მითითებულ ბმულებზე:

http://multimedia.ciu.edu.ge/tv_album/index/142?fbclid=IwAR0rTQXwZO2Wdc5z8gyIFRuMQC2CkQAf2MjADgZjQdNL89thYJJTY2w24V4

http://multimedia.ciu.edu.ge/tv_album/index/141?fbclid=IwAR3HZGalorB0VoUVz3X0j5Gqiu99jv2CK-6hw9WJ3eCgiYEglkddqE6sFG0

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა