დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ უახლეს სადაზვერვო ინფორმაციას ავრცელებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ უახლეს სადაზვერვო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“, სავარაუდოდ, ტაქტიკური წინსვლა მოახერხა დონბასში ვუჰლეჰირსკის ელექტროსადგურისა და სოფელ ნოვოლუჰანსკეს მიმდებარედ.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თქმით, უკრაინული ძალების ნაწილი სავარაუდოდ აღნიშნული ტერიტორიიდან გავიდა.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ამჟამად ვიზიტები აქვს ეგვიპტეში, ეთიოპიაში, უგანდასა და კონგოს რესპუბლიკაში. დიდი ალბათობით, რუსეთი შეეცდება ეს ვიზიტები დასავლეთის საერთაშორისო სასურსათო კრიზისში დასადანაშაულებლად გამოიყენოს“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშში.

დაზვერვა ვარაუდობს, რომ ოფიციალური მოსკოვი აფრიკული სახელმწიფოების მხარდაჭერის მოპოვებას ეცდება, რომლებიც სხვა მხრივ ნეიტრალურად რჩებოდნენ რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, რუსეთმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაიღო აფრიკის მასშტაბით გავლენის უზრუნველსაყოფად.

„რუსეთი, ალბათ, უპირველეს ყოვლისა აფრიკასთან მუშაობს, რადგან თვლის, რომ ეს გააძლიერებს „დიდი ძალის“ იდენტობას, რომლისკენაც რუსეთი ისწრაფვის. მისი მეორეხარისხოვანი მიზნები, ალბათ, არის პროდუქტზე დათმობების უზრუნველყოფა და აფრიკის სახელმწიფოების დარწმუნება, რომ საერთაშორისო ფორუმებზე მათ ხმა მისცენ რუსეთის ინტერესების შესაბამისად“, - აღნიშნულია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს