ენერგოდარის მერი - ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ციხესიმაგრედ იყენებენ

უკრაინის ქალაქ ენერგოდარის მერმა დმიტრო ორლოვმა რუსი ჯარისკაცები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ციხესიმაგრედ გამოყენებაში დაადანაშაულა.

„ოკუპანტებმა დაიწყეს მძიმე იარაღის გამოყენება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, საცხოვრებელ ადგილებში. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ბოლო კვირაა. ოკუპანტები მდინარის მოპირდაპირე სანაპიროზე, ქალაქ ნიკოპოლს ბომბავენ. მათ კარგად იციან, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ უპასუხებენ ამ თავდასხმებს, რადგან ამან შეიძლება ატომური ელექტროსადგური დააზიანოს. ამიტომ, ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ციხესიმაგრედ იყენებენ“, - განაცხადა ორლოვმა.

ენერგოდარი ომის პირველივე დღეებიდან რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის. მერის თქმით, ის ქალაქში არ იმყოფება, მაგრამ იგი მჭიდრო კომუნიკაციაში რჩება ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობასთან.

”ოკუპანტებს ატომური ელექტროსადგურის მუშაკები და ადგილობრივი მოსახლეობა მძევლებად ჰყავთ”, - აღნიშნა მან.

მერის განცხადებით, „ადამიანებს იტაცებენ ფულის ან სხვა სარგებლის მოპოვების მიზნით“ და ხალხი სარდაფებშია გამომწყვდეული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ