უკრაინის გენშტაბი - რუსეთი უკრაინის საზღვართან კონტრდაზვერვას აძლიერებს და ზაპოროჟიეს მიმართულებით ქვედანაყოფებს ამატებს

რუსეთში სრულმასშტაბიანი შემოჭრის 159-ე დღეს, რუსი დამპყრობლები ზაპოროჟიეს მიმართულებით ქვედანაყოფებს ამატებენ. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

”მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების ტერიტორიებზე სრული კონტროლის დამყარებაზე, ხერსონის დატყვევებული ტერიტორიების და ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის რეგიონების ნაწილების დაკავებაზე, ხელსაყრელი პირობების შექმნაზე შეტევის აღდგენისთვის ცალკეულ ტერიტორიებზე, ასევე უკრაინის საზღვაო კომუნიკაციების დაბლოკვაზე შავ ზღვაში. მტრის დაჯგუფების საბრძოლო, რიცხობრივი შემადგენლობა და მოქმედებების ბუნება მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე რჩება. მტერი აგრძელებს საჰაერო და სარაკეტო დარტყმებს, მათ შორის ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან", - აცხადებს გენშტაბი.

ამასთან, უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში კონტრდაზვერვის ზომებს ამკაცრებს.

ხარკოვის მიმართულებით საარტილერიო დაბომბვა განხორციელდა სხვადასხვა ტერიტორიაზე.

ბახმუტის მიმართულებით მტერი ტაქტიკური ვითარების გაუმჯობესებას ცდილობს, მაგრამ უკრაინელმა ჯარისკაცებმა თავდასხმითი ოპერაციების მოგერიება შეძლეს და აიძულეს დამპყრობლები უკან დაეხიათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა