რუსულმა მხარემ ჩერნიგოვის რეგიონში სარაკეტო დარტყმები განახორციელა

ჩერნიგოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვიაჩესლავ ჩაუსის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ ჩერნიგოვის რეგიონი 10-ზე მეტი რაკეტით დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
მედიის ცნობით, ასევე ჩერნიგოვის სასაზღვრო რაიონებიც დაიბომბა.
„ჩერნიგოვის რეგიონს 10-ზე მეტი რაკეტა მოხვდა, უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, არ ვიტყვი სად. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - განაცხადა ჩაუსმა.
ჩაუსმა აღნიშნა, რომ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური საზღვარზე ვითარებას აკონტროლებს.

























