უკრაინის ვიცე-პრემიერმა დონეცკის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა

უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკმა დონეცკის ოლქში მცხოვრებლებს უკრაინის უსაფრთხო რეგიონებისაკენ ევაკუაციისკენ მოუწოდა.

,,მივმართავ დონეცკის ოლქის მცხოვრებლებს. თუ არ განხორციელდება ევაკუაცია, როდესაც ეს შესაძლებელია, მაშინ შეიძლება აღმოჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც ხართ ელექტროენერგიის და წყლის გარეშე, სითბოს და კომუნიკაციების გარეშე, მედიკამენტებისა და საკვების გარეშე, დაბომბვის ქვეშ, თქვენს თავსა და ახლობლებს სასიკვდილო საფრთხის ქვეშ აყენებთ. ევაკუაციაა საჭირო, დროულად", - ნათქვამია განცხადებაში.

მისი თქმით, მტერი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულად განადგურებას აგრძელებს. როგორც ირინა ვერეშჩუკმა აღნიშნა, არ არის გაზმომარაგება და შეიძლება შეიქმნას ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემაც.

„არ არის გაზმომარაგება, შეიძლება იყოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემა. წინ შემოდგომა-ზამთრის პერიოდია. ამიტომ ადამიანების გადაყვანა უსაფრთხო რეგიონებშია საჭირო. განსაკუთრებით ქალები, ბავშვები, მოხუცები, ასევე ავადმყოფები“, - აღნიშნა ვერეშჩუკმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ უკვე შექმნილია დონეცკის ოლქის მცხოვრებლების ევაკუაციის შტაბი, განლაგებულია ძალები და საშუალებები, ხოლო უკრაინის ცენტრში და დასავლეთში ისინი ემზადებიან დროებითი მიგრანტების მისაღებად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა