კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, ბირთვული ომის შემაკავებელი ძალების მობილიზება მოახდინოს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, ბირთვული ომის შემაკავებელი ძალების მობილიზება მოახდინოს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა აშშ-სთან „ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირებისთვის სრულიად მზადაა“.

სიტყვით გამოსვლისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ბირთვული საფრთხე ჩრდილოეთ კორეას ავალდებულებს, რომ მიაღწიოს თავის „გადაუდებელ ისტორიულ ამოცანას - გააძლიეროს მისი თავდაცვისუნარიანობა“.

„ჩვენი შეიარაღებული ძალები საგულდაგულოდ მომზადებული არიან იმისათვის, რომ ნებისმიერ კრიზისს უპასუხონ და ჩვენი ერის ბირთვული ომის შემაკავებელი ძალებიც ასევე სრულად მზადაა, რომ თავისი აბსოლუტური ძალების ერთგულად, ზუსტად და ოპერატიულად მობილიზებისთვის“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

ამასთან, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი გააკრიტიკა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!