მიხაილო პოდოლიაკი - პუტინი თავს შეშლილად აჩვენებს, მაგრამ ასე არ არის - ის არის მოძალადე, რომელიც აბუჩად იგდებს სუსტს და ძლიერს გაურბის

პუტინი თავს შეშლილად აჩვენებს, მაგრამ ასე არ არის. ის არის მოძალადე, რომელიც აბუჩად იგდებს სუსტს და ძლიერს გაურბის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერის" გვერდზე წერს.

მისივე თქმით, მოძალადეებს უკრაინის შეიარაღებული ძალები აჩერებს.

„რუსეთი საქართველოსა და უკრაინას თავს დაესხა, მაგრამ ნატო-ში ფინეთის გაწევრიანება „ჩაყლაპა“. მოსკოვი ემუქრება მოლდოვას, მაგრამ თურქეთთან კონფლიქტს თავს არიდებს. პუტინი თავს შეშლილად აჩვენებს, მაგრამ ასე არ არის. ის არის მოძალადე, რომელიც აბუჩად იგდებს სუსტს და ძლიერს გაურბის. რა აჩერებს მოძალადეებს? არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა (ATACMS) და უკრაინის შეიარაღებული ძალები", - წერს პოდოლიაკი.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა