პრორუსმა „ბოევიკებმა“ 40 უკრაინელი სამხედრო ტყვის დაღუპვის შესახებ განაცხადეს, მათ შორის არიან „აზოვის“ მებრძოლები

დონეცკის ოლქის ოკუპირებული ნაწილის პრორუსულმა „ბოევიკებმა“ 40 უკრაინელი სამხედრო ტყვის გარდაცვალების შესახებ განაცხადეს, რომლებიც ელენოვკას კოლონიაში იყვნენ განთავსებულები.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დღეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

მათივე ცნობით, გარდაცვლილთა შორის არიან „აზოვის“ მებრძოლები.

პრორუსი „ბოევიკების“ ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 130 ადამიანი.

ამასთან, რუსული მხარე სამხედროების დაღუპვას უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აბრალებს, თითქოს უკრაინულმა ძალებმა კოლონიას „ჰაიმარსით“ დაარტყეს. თუმცა ამის დამადასტურებელი არანაირი ფოტო და ვიდეომასალა მათ არ წამოუდგენიათ.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა