ლუგანსკის გუბერნატორი - ოკუპირებული ქალაქების ქუჩებში დაღუპულთა ცხედრები თვეების განმავლობაშია, ქუჩები სავსეა შენობების ნანგრევებით

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი ოლქში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ლუგანსკი თითქმის მთლიანად არის ოკუპურებული რუსული ძალების მიერ.
„ოკუპირებული ქალაქების ქუჩებში დაღუპულთა ცხედრები თვეების განმავლობაშია, ქუჩები სავსეა შენობების ნანგრევებით. არაერთი დაპირების მიუხედავად, ოკუპანტები მოსახლეობას წყალს, გაზს და ელექტროენერგიას არ აძლევენ. ახალგაზრდები, რომლებიც მტერს არ ეთანხმებიან, მიჰყავთ სარდაფში, სადაც მათ „ტვინს ურეცხავენ“.“- აცხადებს ის.

























