უკრაინის დაზვერვამ ოკუპირებული ელენოვკის მიმართულებით, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები დაიღუპნენ, საარტილერიო დაბომბვა დააფიქსირა

უკრაინის დაზვერვამ ელენოვკის მიმართულებით, სადაც კრემლის პროპაგანდისტების მტკიცებით 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა, საარტილერიო დაბომბვა დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთანავე, წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინელი ტყვეები სწორედ იმ ადგილას გადაიყვანეს, რომელზეც დღეს დილით საარტილერიო თავდასხმა განხორციელდა.

„ეს იყო ბარაკი, სადაც „აზოვის“ მებრძოლები იყვნენ, ისინი აქ დაბომბვამდე რამდენიმე დღით ადრე გადმოიყვანეს, ჩვენ ჯერ ვერ ვიგებთ ამ გადაყვანის მიზეზის“,- განაცხადა წყარომ.

ცნობისთვის, დონეცკის ოლქის ოკუპირებული ნაწილის პრორუსულმა „ბოევიკებმა“ 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვის გარდაცვალების შესახებ განაცხადეს, რომლებიც ოკუპირებული ელენოვკას კოლონიაში იყვნენ განთავსებულები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო