უკრაინის გენშტაბი - რუსებმა ელენოვკაში, სადაც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, საარტილერიო დაბომბვა განახორციელეს - მათი მიზანი იყო დაედანაშაულებინათ უკრაინა და დაეფარათ ტყვეების წამებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტები

უკრაინული მხარე ოკუპირებული ელენოვკას კოლონიაზე თავდასხმის ბრალდებას უარყოფს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე არსებულ ციხეზე უკრაინის თავდასხმის შესახებ რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ელენოვკას დასახლებაში, სადაც ასევე უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, სასჯელაღსრულების დაწესებულების მიზნობრივი საარტილერიო დაბომბვა განახორციელეს. ამ გზით რუსი ოკუპანტები ახორციელებდნენ თავიანთ დანაშაულებრივ მიზნებს - დაედანაშაულებინათ უკრაინა "ომის დანაშაულების" ჩადენაში, ასევე დაეფარათ ტყვეების წამებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტები", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ დონეცკის ოლქის ოკუპირებული ნაწილის პრორუსულმა მებრძოლებმა 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვის გარდაცვალების შესახებ განაცხადეს, რომლებიც ელენოვკას კოლონიაში იყვნენ განთავსებულები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს