გია ვოლსკი - დახურული კონსულტაციები ყველა შემთხვევაში მიღებულია, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში აუცილებელიცაა, მაგრამ კითხვებს წარმოშობს, როცა შემდეგ უცნაური პროცესები ვითარდება

დახურული კონსულტაციები ყველა შემთხვევაში მიღებულია, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში აუცილებელიც არის, მაგრამ კითხვებს წარმოშობს, როცა კონსულტაციების შემდეგ გარკვეული უცნაური პროცესები ვითარდება, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

მისივე თქმით, უცნაურია პროცესები, როცა რადიკალური ოპოზიცია გააქტიურდა და დაიწყო საუბარი ბიძინა ივანიშვილის, მოსამართლის სანქცირებაზე და სახელმწიფო გადატრიალებაზე.

ვოლსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “აქ შეკითხვებიც არსებობს და თხოვნაც, რომ აშშ-ს საელჩო პოზიციების გამოხატვაში უფრო მკაფიო იყოს“.

„დიპლომატიურ სამსახურში დიდი ხანი ვმუშაობდი - აშშ-ში ათი წლის განმავლობაში. უამრავ საკითხზე გვქონია საუბარი ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში. საგანგებო მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობაში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ როდესაც ამ მსჯელობას გარკვეული პროცესები მოსდევს თან: - მაგალითად, “ნაციონალური მოძრაობასა“ და რადიკალურ ოპოზიციაში ატეხილი ჟივილ-ხივილი, რომ მოსამართლეს სანქციები დაადეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციებს ადებენ, საქართველო სანქციების გარეშე არ გადარჩება, მთავრობის გადატრიალება მოხდება და ამას წინ კონსულტაციები უძღოდა, რომელიც მართლაც დახურულ ფორმატში უნდა იმართებოდეს - რა საკვირველია, ეს გარკვეულ შეკითხვებს წარმოშობს.

ამის იქეთ განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს