უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, საპატიმროზე განხორციელებული თავდასხმის თაობაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

რუსეთმა და უკრაინამ ორივემ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, საპატიმროზე განხორციელებული თავდასხმის თაობაზე, რასაც სულ მცირე 40 უკრაინელი სამხედრო ტყვე ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნულზე წინასწარი გამოძიება დაიწყო.

უწყების განცხადებით, ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს 120-ე გამოსასწორებელი კოლონიის ტერიტორიაზე, რა დროსაც ასევე 130 ადამიანი დაშავდა.

მხარეები რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ძალებმა „ტელეგრამის“ არხზე განაცხადეს, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე 356-ე მუხლით აღძრეს. მათი თქმით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სოფელ ოლენივკას წინასწარი დაკავების ცენტრზე იერიში უკრაინელმა ნაციონალისტებმა განახორციელეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ მიიღებს ზომებს მომხდარის ყველა გარემოებისა და ამ დანაშაულში მონაწილე უკრაინელი ნაციონალისტების დასადგენად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა