გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირის ცხედარი ამოსვენებულია

გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირის ცხედარი ამოსვენებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, მთავრობის განკარგულებით 2022 წლის 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობაზე საქართველოს დროშები დაშვებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, გუშინ მართვა დაკარგა და ჩამოვარდა, რის შედეგადაც ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს