ალექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა აშშ-სგან თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ახალ საშუალებებს მიიღებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად მალე ახალ საშუალებებს მიიღებს. ამის შესახებ რეზნიკოვმა „ტვიტერზე“ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თავდაცვის რა სახის საშუალებებს ელიან აშშ-სგან. „მოხარული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი კარგი ამბებით დაგვიბრუნდა. მალე ჩვენ მივიღებთ საშუალებებს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად“,- განაცხადა რეზნიკოვმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა