უკრაინულმა ძალებმა 40 830 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

24 თებერვლიდან 31 ივლისამდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 40 830 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

მათი ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა, გაანადგურეს მტრის 1 763 ტანკი, 4 004 ჯავშანტექნიკა, 916 საარტილერიო სისტემა, 259 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 117 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 223 თვითმფრინავი, 190 ვერტმფრენი, 735 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 174 ფრთოსანი რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2 902 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 80 ერთეული სპეცტექნიკა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს