დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ უახლეს სადაზვერვო ინფორმაციას ავრცელებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ უახლეს სადაზვერვო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2022 წლის 28 ივლისს რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიიდან ჩრდილოეთ უკრაინაში სულ მცირე 20 რაკეტა გაისროლა.

“ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვის ხაზს აგრძელებს, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით და 21 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს რუსეთის მოთხოვნები ომის შეწყვეტაზე“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ანგარიშში.

როგორც გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვა აცხადებს, ლუკაშენკოს რეჟიმი, „ტერორისტული აქტების მომზადებისთვის“ ადამიანების სიკვდილით დასჯით, სულ უფრო ავტორიტარული გახდა.

მისი მზარდი და უსაფუძვლო ბრალდებები დასავლეთის გეგმებზე ბელარუსსა და უკრაინასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ ის თითქმის მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული გახდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა