თბილისის შემოგარენში სუბურბანული პროექტების სერია განხორციელდება

თბილისსა და მის შემოგარენში დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი და სააგარაკე პროექტები განხორციელდება. ქალაქის ამ ჭრილში განვითარების იდეა კომპანია Suburban-ს ეკუთვნის, რომელიც კოლიერსთან კოლაბორაციით მსგავსი ტიპის პროექტების სერიას ახორციელებს. დასახლებები ორიენტირებულია ქალაქგარეთ - ეკოლოგიურ და ნაკლებად დაბინძურებულ გარემოში საცხოვრებელი და სააგარაკე უბნების შექმნაზე, მარტივად წვდომადია შესაბამისი ურბანული ცენტრებიდან და სრულადაა უზრუნველოყოფილი საინჟინრო, საგზაო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით.

დასახლებები შედგება მიწის ნაკვეთებისა და მათთან ინტეგრირებული სარეკრეაციო, სპორტული და სოციალიზაციის კომპონენტებისგან. მომხმარებელს აქვს მოქნილობა თავად შეადგინოს საკუთარი სახლის დიზაინი და გეგმარება მკაფიოდ გაწერილი რეგულაციების ფარგლებში. გეგმარების კონცეფციის მიხედვით რეგულირდება ღობის, სახურავისა და შენობის მახასიათებლები, რაც უზრუნველყოფს დასახლებების იერსახის შენარჩუნებას და ორიენტერებულია ცხოვრების ახალ გამოცდილებაზე - მეტ სოლიდარობასა და სოციალიზაციაზე.

ამ ტიპის პირველი პროექტი - სუბურბან შანკევანი, საგურამოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილას - შანკევანის ფერდზე, თბილისის ეროვნული პარკის პირას ხორციელდება. ტერიტორია 95 იზოლორებული მიწის ნაკვეთისგან შედგება და ურბანული ცხოვრებისთვის აუცილებელ ყველა წინაპირობას ქმნის. ნაკვეთები სრულად იქნება უზრუნველყოფილი ინფრასტრუქტურითა და კომუნიკაციებით. არეალს დიაგონალურად კვეთს ცენტრალური პარკი, რომელიც ფუნქციურად მოიცავს რეკრეაციულ, მოსასვენებელ და სოციალიზაციის სივრცეებს, საბავშვო გასართობ სივრცესა და სპორტულ ზონას მულტიფუნქციური სპორტული მოედნითა და ჩოგბურთის კორტით. პროექტში ასევე მოაზრებულია ყოველდღიური, აუცილებელი საჭიროების პროდუქტების სავაჭრო ობიექტები და მცირე ზომის პარკინგი.

მიწის ნაკვეთზე გაცემულია არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება და შემუშავებულია სააგარაკე უბნის დეტალური გენერალური გეგმა, რომელიც უბნის იერსახის შენარჩუნების მიზნით დაარეგულირებს გარკვეულ სამშენებლო პარამეტრებს და ჯამში შექმნის გამაერთიანებელ სტილისტურ იდენტობას საგურამოს ფართოფოთლოვანი ტყეების მასივისა და კავკასიონის მთების 360 გრადუსიანი ხედების ფონზე.

სუბურბან შანკევანი 2023 წლის დეკემბერში დასრულდება და სუბურბანული ცხოვრების სრულიად ახალ გამოცდილებას შექმნის გამორჩეული იერსახითა და კოლექტიური სუბურბანული სტილით.

Suburban.ge| sales@suburban.ge | +995 577 30 89 89

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება