24 თებერვლიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 41 030 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

24 თებერვლიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 41 030 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათი ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა, გაანადგურეს მტრის 1 768 ტანკი, 4 011 ჯავშანტექნიკა, 932 საარტილერიო სისტემა, 259 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 117 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 223 თვითმფრინავი, 190 ვერტმფრენი, 736 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 174 ფრთოსანი რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2 912 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 82 ერთეული სპეცტექნიკა.

























