უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაღიაროთ კოსოვოს დამოუკიდებლობა, ამ მოსაზრებებს ავრცელებენ ან იდიოტები, ან პრორუსული ბოტები - კოსოვოს „ქეისი“ იგივეა, რაც ყირიმის შემთხვევა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რატომ არ უნდა აღიაროს ოფიციალურმა კიევმა კოსოვოს დამოუკიდებლობა. როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ვადიმ დენისენკო აცხადებს, თუ უკრაინა კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს, მისი პოზიციები ყირიმთან დაკავშირებით გაცილებით სუსტი იქნება.

ამასთან, დენისენკომ აღნიშნა, რომ ინტერნეტ სივრცეში სულ უფრო აქტიური საუბარი მიდის უნდა აღიაროს თუ არა უკრაინა კოსოვოს დამოუკიდებლობა, თუმცა შსს-ს წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ამ აქტივობაში რუსული ბოტების ხელი ურევია.

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაღიაროთ კოსოვოს დამოუკიდებლობა. ამ მოსაზრებებს ავრცელებენ ან იდიოტები, ან პრორუსული ბოტები. კოსოვოს „ქეისი“ იგივეა, რაც ყირიმის შემთხვევა. თუ ჩვენ ვაღიარებთ კოსოვოს, ამის შემდეგ ჩვენი პოზიცია ყირიმთან დაკავშირებით გაცილებით სუსტი იქნება“ - განაცხადა შს მინისტრის მრჩეველმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ არც სერბეთი და არც კოსოვო მზად არ არიან და არ სურთ სამხედრო კონფლიქტი.

ცნობისთვის, გუშინ კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, სერბეთის საზღვართან ახლოს ვითარება დაიძაბა. ეთნიკური სერბების უკმაყოფილება კოსოვოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ გამოიწვია, კოსოვოში ვიზიტის მსურველი სერბებისთვის დამატებითი დოკუმენტის აღება დაევალდებულებინა, კოსოვოს ჩრდილოეთით მცხოვრები ეთნიკური სერბებისთვის კი მანქანის სანომრე ნიშნების კოსოვოს სანომრე ნიშნებით შეცვლა.

უკმაყოფილების ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა ეთნიკურ სერბებსა და სამართალდამცველებს შორის, რასაც პოლიციელების მისამართით სროლა მოჰყვა.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს