უკრაინელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, ხერსონის რეგიონში ოკუპანტებისგან 46 დასახლება გათავისუფლებულია

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ დმიტრო ბუტრის ინფორმაციით, ხერსონის რეგიონში 46 დასახლება გათავისუფლებულია, მაგრამ რუსული ძალების მუდმივი დაბომბვის ქვეშ რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"ხერსონის რეგიონში სულ 46 დასახლებული პუნქტი უკვე დეოკუპირებულია. ნამდვილად, არის სოფლები, რომლებიც პრაქტიკულად 90%-ით დანგრეულია. ისინი მტრის უწყვეტი ცეცხლის ქვეშ რჩებიან", - განაცხადა ბუტრიმ.

მისივე თქმით, ასევე განადგურებულია ელექტროენერგიის ქსელები, წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების სისტემები. ბუტრიმ აღნიშნა, რომ ხერსონის რეგიონში ვითარება კრიტიკულია.

მედიის ცნობით, გათავისუფლებული დასახლებების უმეტესობა ხერსონის რეგიონის ჩრდილოეთით, დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვართან მდებარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა