ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა მარცვლეულის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის გამგზავრებას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში დადებითად აფასებს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში, ელისეის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით ვრცელდება.

ელისეის სასახლის განცხადებით, ემანუელ მაკრონმა ზელენსკისთან საუბრისას აღნიშნა, იმ ფაქტზე, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მიმართულებით ევროპა ძალისხმევას გააგრძელებს.

"მან მიუთითა, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის ევროპის ძალისხმევა გაგრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაკრონმა ზელენსკის უკრაინის "სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური საჭიროებების შესახებ ჰკითხა" და დასძინეს, რომ მაკრონმა "დაადასტურა საფრანგეთის ნება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა გააგრძელოს, რათა მათ საშუალება ჰქონდეთ, რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიონ".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს