უკრაინის ომბუდსმენის ინფორმაციით, რუსეთი მზადაა, უკრაინას ელენოვკაში გარდაცვლილი სამხედრო ტყვეების ცხედრები გამოძიების დასრულების შემდეგ გადასცეს

რუსეთი მზად არის უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას ელენოვკაში გარდაცვლილი სამხედრო ტყვეების ცხედრები გადასცეს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ რაც საგამოძიებო პროცესი დასრულდება, - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.

„ჩვენ მივიღეთ სიგნალი, რომ ისინი მზად არიან ჩვენი გმირების ცხედრები გადმოგვცენ, მაგრამ მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ“,- განაცხადა ლუბინეცმა.

მისივე გამარტებით, უკრაინულ მხარეს ჯერ არ მიუღია პასუხი იმაზე, კონკრეტულად რამდენი დრო დასჭირდებათ ოკუპანტებს გამოძიებისთვის.

ცნობისთვის, გასულ კვირას, დონეცკის ოლქში, ელენოვკის კოლონიაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე გარდაიცვალა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი