ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს „ბირთვულ ფარად“ იყენებენ, რადგან იციან, რომ მისთვის ცეცხლის გახსნას არავინ დაიწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს „ბირთვულ ფარად“ იყენებენ, რადგან იციან, რომ ატომური ელეტროსადგურისთვის ცეცხლის გახსნას არავინ დაიწყებს. მისივე თქმით, რუსეთი ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს და იქიდან უკრაინულ ძალებს ცეცხლს უხსნის. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ატომური იარაღის გავრცელების შეკავებასთან დაკავშირებით გაეროში გამართულ მოლაპარაკებებზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, უკრაინელებს არ შეუძლიათ საპასუხო ცეცხლის გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ატომურ ელექტროსადგურზე საშინელი კატასტროფა მოხდება“,- განაცხადა ბლინკენმა.

მისივე თქმით, თუ აქამდე რუსეთი მშვიდობიანი მოქალაქეების „ცოცხალ ფარს“ იყენებდა, ახლა აგრესორი ქვეყანა უფრო შორს წავიდა და „ბირთვული ფარის“ უკან იმალება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა