მიხაილო პოდოლიაკი - დროა, შავს ოფიციალურად დავარქვათ შავი - რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა

დროა, შავს ოფიციალურად დავარქვათ შავი - რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა,- ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.
ის დასავლელ პარტნიორებს მიმართავს კითხვით, რატომ სურთ მათ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნება მაშინ, როდესაც მისი სისხლიანი დანაშაულები ასჯერ აღემატება ტერორისტული ორგანიზაციების დანაშაულებს.
ამასთან, პოდოლიაკმა რუსეთი “ალ-ქაიდას”, „ისლამურ სახელმწიფოსა” და “ჰეზბოლას” შეადარა.
„ძნელად თუ უნდა ვინმეს დიპლომატიური ურთიერთობების ქონა “ალ-ქაიდასთან”, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ან “ჰეზბოლასთან” და რატომ სურს დასავლეთს ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები ქვეყანასთან ვისი სისხლიანი დანაშაულების მასშტაბიც ასჯერ უფრო მეტია ვიდრე ყველა ცნობილი ავაზაკისა? - დროა შავს ოფიციალურად დავარქვათ შავი - რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
ცნობისთვის, მოსკოვი ვაშინგტონს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარებს.

























