ვოლოდიმირ ზელენსკი სტოლტენბერგს - უკრაინას უფრო სწრაფად სჭირდება მძიმე იარაღის მიღება, რათა წარმატებით მოიგერიოს რუსული თავდასხმები

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უკრაინას უფრო სწრაფად სჭირდება მძიმე იარაღის მიღება, რათა წარმატებით მოიგერიოს რუსული თავდასხმები. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ელენოვკას კოლონიაში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპული უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობის გამო მწუხარება გამოთქვა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა სტოლტენბერგს მიაწოდა ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე და იმის აუცილებლობაზე, რომ უკრაინამ ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან უფრო სწრაფად მიიღოს მძიმე იარაღი, რათა წარმატებით მოიგერიოს რუსული თავდასხმები და გადავიდეს შემდგომ კონტრშეტევაზე. საუბრისას სტოლტენბერგი შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვას მიესალმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს