„აზოვი“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რუსეთი „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ გამოაცხადოს

რუსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ „აზოვის“ პოლკის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას „აზოვი“ გამოეხმაურა.

მათი განცხადებით, უზენაესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამართლებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

ამასთან, „ტელეგრამის“ გვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, „აზოვი“ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების საპასუხოდ ის „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ გამოაცხადოს.

ცნობისთვის, დღეს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „აზოვის“ პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა და რუსეთის ტერიტორიაზე მისი მოქმედება აკრძალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა