ბრიტანეთის სადაზვერვო ანგარიშის თანახმად, სავარაუდოდ, მოქალაქეები ხერსონს და მიმდებარე ტერიტორიებს დატოვებენ, რადგან საომარი მოქმედებები გრძელდება და საკვების დეფიციტი იქმნება

სავარაუდოდ, ჩვენ ვიხილავთ მოქალაქეების გაზრდილ მცდელობებს, რომ ხერსონი და მიმდებარე ტერიტორიები დატოვონ, რადგან საომარი მოქმედებები გრძელდება და საკვების დეფიციტი იქმნება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ სადაზვერვო ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, რუსული ძალები ანტონოვსკის ხიდზე ახლად შექმნილ საბორნე გადასასვლელს ჯარების მოძრაობისა და მომარაგებისთვის გამოიყენებენ.

„სამხრეთ უკრაინაში, ხერსონის ოლქში რუსულ მატარებლზე თავდასხმის შემდეგ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სარკინიგზო ხაზი ფუნქციონირებდეს. სარკინიგზო ხაზს რამდენიმე დღეში შეაკეთებენ, თუმცა ის რუსული ძალებისთვის და ყირიმიდან ხერსონისკენ მათი ლოჯისტიკური მარშრუტისთვის დაუცველი დარჩება. სავარაუდოდ, ჩვენ ვიხილავთ მოქალაქეების გაზრდილ მცდელობას, რომ ხერსონი და მიმდებარე ტერიტორიები დატოვონ, რადგან საომარი მოქმედებები გრძელდება და საკვების დეფიციტი იქნება. ეს სატრანსპორტო კვანძებსა და მარშრუტებზე ზეწოლას გამოიწვევს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა