გერჰარდ შრედერი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან მეგობრობის გამო, ბოდიში მოსახდელი არ აქვს

იდეა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ყირიმის სამხედრო გზით დაბრუნებას შეძლებს, უბრალოდ აბსურდია - ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრედერმა გერმანულ გაზეთ Stern-ს მას შემდეგ განუცხადა, რაც გასულ კვირას მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.­

მან გერმანულ მედიას განუცხადა, რომ პუტინთან მეგობრობის გამო მას ბოდიში მოსახდელი არ აქვს.

„კარგი ამბავი ის არის, რომ კრემლს სურს მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა“, - აღნიშნა ყოფილმა კანცლერმა უკრანაში ომთან დაკავშირებით.

ამასთან, შრედერმა გერმანიის მთავრობას მოუწოდა გადახედოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენთან დაკავშირებით პოზიციებს.

„თუ არ გსურთ გამოიყენოთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, თქვენ შედეგების წინაშე დადგებით”, - განუცხადა მან Stern-ს.

გარდა ამისა, ყოფილმა კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანიასა და საფრანგეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ უკრაინაში ომის დასრულებაზე.

„ამ ეტაპზე საკმარისი არ ხდება ამ ფრონტზე, ასეთია ჩემი შთაბეჭდილება. აშკარაა, რომ არაფერი მოხდება მოლაპარაკებების გარეშე", - აღნიშნა შრედერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე