უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები თვითდაზიანებას და ჯანმრთელობის გაუარესების ნებისმიერ სიმულაციას მიმართავენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მოხვდნენ

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები თვითდაზიანებას და ჯანმრთელობის გაუარესების ნებისმიერ სიმულაციას მიმართავენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მოხვდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები ძლიერ დანაკარგებს განიცდიან და დემორალიზებულები არიან.

„რუსი ოკუპანტები ძლიერ დანაკარგს განიცდიან, დემორალიზებულები არიან და მსუბუქი დაზიანებების მიღების ნებისმიერ შესაძლებლობას ეძებენ. იმისთვის, რომ უკან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოხვდნენ მიმართავენ თვითდაზიანებას და ჯანმრთელობის გაუარესების ნებისმიერ სიმულაციას“,- ნათქვამია გენშტაბის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.