გენპროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ფედერაციის ჯარებმა უკრაინაში 26 465 დანაშაულებრივი აგრესია და ომის დანაშაული ჩაიდინეს

გენპროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ფედერაციის ჯარებმა უკრაინაში 26 465 დანაშაულებრივი აგრესია და ომის დანაშაული ჩაიდინეს

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ფედერაციის ჯარებმა უკრაინაში 26 465 დანაშაულებრივი აგრესია და ომის დანაშაული ჩაიდინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 25 473 დანაშაული ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას ეხება, 73 - აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებას ან წარმოებას, 27 - ომის პროპაგანდას, 892 კი სხვა დანაშაულებს ეხება. ასევე დაფიქსირდა 12482 დანაშაული ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ. აქედან 8630 - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაა, 1512 - ღალატი, 1739 - კოლაბორაციონისტული საქმიანობა, 106 - აგრესორი სახელმწიფოს დახმარება, 64 - დივერსია; 431 - სხვა.