უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე - ოკუპანტები ვერ შეძლებენ იმ ტერიტორიის შენარჩუნებას, რომელზეც რუსეთთან შეერთების საკითხზე ფსევდორეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ

ოკუპანტები ვერ შეძლებენ იმ ტერიტორიის შენარჩუნებას, რომელზეც რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ფსევდორეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იგორ ჟოვკვა აცხადებს.

მისი განმარტებით, ოკუპანტები გამუდმებით ცვლიან ე.წ. რეფერნდუმის თარიღს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თვითონაც არ არიან დარწმუნებულები, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას შეძლებენ.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რეფერენდუმი არ შედგება, იმიტომ რომ ეს ტერიტორიები არ იქნება რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ. „ხმის მიცემის“ გამართვასთან დაკავშირებით მესიჯების გამუდმებული გაჟღერებით მოსკოვი აჩვენებს, რომ დარწმუნებული არ არის, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას შეძლებს“,- განაცხადა ჟოვკვამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო