ლევან გოგიჩაიშვილი - ივანიშვილი არასდროს უშვებს, რომ ელექტორატი გაყოს, სწორედ ამიტომ არის აგრესიული ჩემნაირი და  გახარიასნაირი ადამიანების მიმართ

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რუსეთისკენ იყურება, არის ბრიყვი, მავნებელი და ხშირ შემთხვევაში მოღალატეც კი. ახლა ხდება ლუსტრაცია - ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, ძალიან კარგია, რადგან ბევრმა ადამიანმა თავისი თავი გამოაჩინა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებზე, რომელთაც ცოტა ხნის წინ მმართველი პარტია დატოვეს - საუბარია მიხეილ ყაველაშვილზე, დიმიტრი ხუნდაძეზე, სოზარ სუბარსა და გურამ მაჭარაშვილზე. გოგიჩაიშვილის თქმით, მედია მათ „ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს“.

„მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს მედია ამ ადამიანებს. „ქართული ოცნება“ ამ ადამიანებს არანაირ რესურსს არ მისცემს იმისთვის, რომ არჩევნებზე მათ „ქართულ ოცნებას“ ხმები წაართვან. „ოცნების“ სხვა პროექტებთან ერთად, ესეც არის პროექტი. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არ არის საინტერესო, უბრალოდ ინფორმაციების თვალსაზრისით არის - თუ ამას შევხედავთ ისე, რომ ისინი არიან ივანიშვილის მოლაპარაკე პირები, მაშინ საინტერესოა. თუ შევხედავთ პოლიტიკური ძალის ფორმირების თვალსაზრისით, ამას პერსპექტივა არ აქვს. სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ივანიშვილს ერთი რამ კარგად ესმის - ის ძალიან უფრთხილდება მის ელექტორალურ მოცემულობას. ის არასდროს უშვებს, რომ ელექტორატი გაყოს. სწორედ ამიტომ არის ძალიან აგრესიული ჩემნაირი, გახარიასნაირი ადამიანების მიმართ. ის ჩვენში უფრო მეტ საფრთხეს ხედავს ხმების გამოცლის, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაში“. სწორედ ამიტომ არის ის აგრესიული და ბინძური კამპანია, რომელსაც ავალებენ „ტროლებს“ და სხვადასხვა ჯგუფებს. ივანიშვილისთვის 1 ხმის დაკარგვასაც აქვს დიდი მნიშვნელობა - ის, რომ ივანიშვილი ყაველაშვილს პარტიას შეაქმნევინებს და ისედაც დანგრეულ „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო შეასუსტებს, არის ტყუილი. სწორედ ამიტომ, არჩევნების წინ გაქრება „ალტ ინფოც“ და სხვადასხვა პრორუსული პარტია, რადგან ის პრორუსული ხმები უნდა წავიდეს აუცილებლად „ქართული ოცნების“ ყულაბაში. დღეს „ქართული ოცნება“ არის მაგნიტი ყველაზე შავბნელი მოძრაობებისთვის“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია