ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ჩინეთს პუტინზე ზეწოლის ეკონომიკური ბერკეტები აქვს და მას შეუძლია რუსეთთან ვაჭრობა ომის დასრულებამდე შეზღუდოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ჩინეთს აქვს კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის ეკონომიკური ბერკეტები, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ ზელენსკიმ The South China Morning Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პირველმა პირმა ოფიციალურ პეკინს მოუწოდა გამოიყენოს თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა რუსეთზე, რათა შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები.

„ეს ძალიან ძლევამოსილი სახელმწიფოა .. ამიტომ მას შეუძლია პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის მოხდენა რუსეთზე. ამასთან, ჩინეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა პეკინს ასევე მოუწოდა, გამოიყენოს თავისი სტატუსი გაეროს უშიშროების საბჭოში, რათა მიუთითოს ქვეყნებს, რომ მათ უნდა შეასრულონ საერთაშორისო ნორმები.

„თუ ჩვენ კანონმდებლობის გარეშე ვმუშაობთ, რაში გვჭირდება უშიშროების საბჭო, თუ ნებისმიერ ქვეყანას, ან მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას შეუძლია უბრალოდ გადაწყვიტოს დადგენილი წესების ომის გზით დარღვევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩინური ბაზრის გარეშე რუსეთის ფედერაცია იგრძნობდა სრულ ეკონომიკურ წნეხს. ეს სწორედ ის არის რისი გაკეთებაც ჩინეთს შეუძლია- შეზღუდოს რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობა ომის დასრულებამდე“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მან ამასთან გამოთქვა იმედი, რომ ჩინეთი და ჩინური ბიზნესი მთელ მსოფლიოსთან ერთად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის პროცესში.

„ძალიან მსურს, რომ მთელი მსოფლიო გაერთიანდეს ამ პროცესში“,- განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ რუსულმა სარაკეტო დარტყმებმა ინფრასტრუქტურა ბევრ ქალაქში გაანადგურა.

როგორც ზელენსკიმ დასძინა, მას ესმის, რომ პეკინს სურს შეინარჩუნოს „ბალანსი“ ომთან დაკავშირებით, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის გამო დაიწყო.

„რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჩინეთმა გადახედოს თავის დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციის მიმართ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა