დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პავლო კირილენკოს ინფორმაციით, დონეცკის რეგიონში, ქალაქ ტორეცკში რუსულმა ძალებმა ავტობუსის გაჩერება დაბომბეს. დაბომბვის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა.
„8 დაღუპული, 4 დაჭრილი - ეს არის დაბომბვის შედეგები, რომელიც რუსებმა დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე განახორციელეს. 4 დაჭრილს შორის 3 ბავშვია. წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო საარტილერიო დაბომბვა. მათ ავტობუსის გაჩერება დაბომბეს, სადაც იმ დროისთვის ხალხმრავლობა იყო“, - წერს კირილენკო.
ამასთან, რუსულმა ძალებმა დააზიანეს ტაძარი, მომხდარის შედეგად სასულიერო პირი დაშავდა. დაბომბვის შედეგად ასევე საცხოვრებელი კორპუსებიც დაზიანდა.
„ყოველ დღე რუსი ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. ჩვენი ხალხი ყოველ დღე იღუპება. მოვუწოდებ ყველას, ვინც დონეცკის რეგიონში რჩება, რომ ისინი საკუთარ თავს სასიკვდილო საფრთხის წინაშე აყენებენ! მოვუწოდებ რეგიონის ყველა მცხოვრებს: არ გახდეთ რუსეთის სამიზნე! მოახდინეთ ევაკუაცია ახლავე!“ - დასძინა კირილენკომ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"