მედეა ჯანიაშვილი - 2022 წელს რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორები 52%-ით ნაკლებია, თუმცა არის ქვეყნები, სადაც აღდგენამ პანდემიამდელ მაჩვენებლებს გადააჭარბა

წელს რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 52%-ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში , - ასე ეხმაურება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიერ მომზადებულ კვლევას, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა.

როგორც ჯანიაშვილი აცხადებს, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ რუსეთიდან 403 ათასი შეადგინა მაშინ, როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემები 850 000ს იყო.

„მხოლოდ ივლისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მხრივ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 67%-იანი აღდგენა გვაქვს, ხოლო საერთაშორისო ტურისტებში 80%-იანი აღდგენა. აქვე აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ წელს ჩვენ გვაქვს ისეთი ქვეყნები, სადაც აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვახორციელებთ, რომელთა წილმაც 2019 წლის მაჩვენებლებს გადააჭარბა. ეს ქვეყნებია საუდის არაბეთი, ისრაელი, ყაზახეთი. რაც შეეხება უშუალოდ რუსეთს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელთან მიმართებაში მხოლოდ 48%-ია აღდგენა, იანვარ-ივლისის მაჩვენებლებით 52%-იანი კლება გვაქვს. საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ რუსეთიდან 403 ათასი შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემები იყო 850 ათასი", - განმარტავს მედეა ჯანიაშვილი.

მისი თქმით, საქართველო სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად აგრძელებს და გარკვეული დადებითი შედეგებიც უკვე სახეზეა.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე მარკეტინგული აქტივობების განხორციელების მიმართულებით და ეს მიზნობრივი ქვეყნებია: გალფის ქვეყნები, ევროპის ქვეყნები, ისრაელი. იანვარ-ივლისში ტოპ ქვეყნებში გვაქვს ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია, პოლონეთი, საუდის არაბეთი, ისრაელი. შესაბამისად ამ ბაზრებზე აქტივობებს ვაგრძელებთ, რათა წლის ბოლომდე უფრო მეტი ტურისტი მივიღოთ", - აცხადებს ჯანიაშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ პანდემიამდელი პერიოდი, ანუ 2019 წელი არის სამიზნე წელი, რათა მოხდეს მაჩვენებლების აღდგენა, ხოლო შემდეგ ქვეყანა ორიენტირებული იქნება მაჩვენებლების კიდევ უფრო ზრდაზე, რაც ქვეყანას 2019 წლამდე ჰქონდა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის - „საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე“ თანახმად, 2022 წლის იანვარი-ივნისში საქართველოში შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობა 240 000 ადამიანს შეადგენს, რაც წინა წლებთან შედარებით სერიოზულ ზრდას წარმოადგენს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ეკა გიგაურმა აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ომის დაწყების შემდეგ 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია. კვლევის მიხედვით, დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა, რაც იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე