დმიტრო კულება -  Amnesty International-ის ქცევა ეხება ყალბი ბალანსის შექმნას დამნაშავესა და მსხვერპლს შორის - დაკავდით სიმართლის მიწოდებით იმის შესახებ, რას წარმოადგენს დღევანდელი რუსეთი

დმიტრო კულება -  Amnesty International-ის ქცევა ეხება ყალბი ბალანსის შექმნას დამნაშავესა და მსხვერპლს შორის - დაკავდით სიმართლის მიწოდებით იმის შესახებ, რას წარმოადგენს დღევანდელი რუსეთი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უფლებადამცველ ორგანიზაცია Amnesty International-ს მოუწოდა, ნუ ეძებს ყალბ ბალანსს დამნაშავე ქვეყანა რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელიც მისგან თავს იცავს, არამედ მოუყვეს მსოფლიოს სიმართლე რუსეთზე.

ამის შესახებ განცხადება საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

უკრაინის პირველი დიპლომატის თქმით, ის, როგორც ბევრი უკრაინელი, შეაშფოთა Amnesty International-ის განცხადებამ.

„მოდით მკაფიოდ შევთანხმდეთ მარტივი რაღაცების აღქმაზე: Amnesty International-ის ასეთი ქცევა არ არის სიმართლის ძიება და მსოფლიოსთვის მისი მიწოდება, ეს ეხება ყალბი ბალანსის შექმნას დამნაშავესა და მსხვერპლს შორის, ქვეყანას, რომელიც ასობით და ათასობით მშვიდობიან მოსახლეობას, ქალაქებს, ტერიტორიებს ანადგურებს და ქვეყანას შორის, რომელიც სასოწარკვეთილი იცავს თავს, ცდილობს გადაარჩინოს ხალხი და კონტინენტი ამ თავდასხმისგან“,- განაცხადა კულებამ.

მან ორგანიზაციას მოუწოდა, შეწყვიტოს ისეთი ყალბი რეალობის შექმნა, სადაც ყველა რაღაცაში ცოტათი დამნაშავეა.

„დაკავდით სისტემური მასშტაბური სიმართლის მიწოდებით იმის შესახებ, რას წარმოადგენს დღევანდელი რუსეთი. გააკეთეთ ეს სამოქალაქო მსხვერპლის სახელით მაინც, უკრაინის მოქალაქეების სახელით, რომლებსაც თავს დაატყდა რუსული ჭურვები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე“, - განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის, Amnesty International-ის ანგარიშის თანახმად, უკრაინელი სამხედროები რუსული თავდასხმის მოგერიების მცდელობისას საფრთხის ქვეშ აყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას, ქმნიან რა ბაზებს და ათავსებენ შეიარაღებას საცხოვრებელ რაიონებში მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებში.