24 თებერვლიდან 5 აგვისტომდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 41 650 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, 24 თებერვლიდან 5 აგვისტომდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 41 650 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.
მათივე ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1 792 ტანკი, 4 032 ჯავშანტექნიკა, 950 საარტილერიო სისტემა, 260 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 123 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 223 თვითმფრინავი, 191 ვერტმფრენი, 742 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 182 ფრთოსანი რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2 964 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, ასევე 83 ერთეული სპეცტექნიკა.

























