მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში ბრძოლის მხარდასაჭერად რუსეთს 100 ათასი თავისი ჯარისკაცის გაგზავნას სთავაზობს

ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში ბრძოლის მხარდასაჭერად რუსეთს 100 ათასი თავისი ჯარისკაცის გაგზავნას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

გამოცემა New York Post -ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის წინადადების დადასტურება, დაეხმაროს რუსეთის ფედერაციას, ოპერატიულად ვერ შეძლეს, თუმცა მას ასევე ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრი იგორ კოროჩენკო.

„არის განცხადებები, რომ 100 ათასი ჩრდილოეთ კორეელი მოხალისე მზად არის ჩამოვიდეს და მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტში. თუ ჩრდილოეთ კორეა გამოთქვამს სურვილს, შეასრულოს მისი საერთაშორისო ვალი უკრაინის ფაშიზმთან ბრძოლაში, ჩვენ მას ამის საშუალება უნდა მივცეთ,“- განაცხადა კოროჩენკომ ერთ-ერთი პროპაგანდისტული მედიის ეთერში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი